პაატა ბურჭულაძე: "უნდა დასრულდეს ოლიგარქის ერთმმართველობა"
უნდა დასრულდეს ოლიგარქის ერთმმართველობა და რაც შეიძლება სწრაფად - განაცხადა ქუთაისში პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენისას პაატა ბურჭულაძემ.
"მას შემდეგ რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, გვქონდა უფლება აგვერჩია ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, "ქართულმა ოცნებამ", რომელიც სინამდვილეში ოცნება კი არა ჩვენი საერთო უბედურებაა, წაგვართვა ეს უფლებსა და ეს საპრეზიდენტო არჩევნები არის შანსი, რომ შევცვალოთ რეალობა, დავიბრუნო სახელმწიფო, დავიბრუნოთ ჩვენი უფლებები. დღეს აქ ვარ მე, საქართველოს უძველეს ქალაქში, რათა წარმოგიდგინოთ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთობა სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშია და პრტეზიდენტობიოს კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე "-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ავტორი: ნიუპრესი