|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლონეთში "ვეფხისტყაოსნის" თარგმანის კალიგრაფიულად გადაწერა გრძელდება

 პოლონეთში გრძელდება "ვეფხისტყაოსნის" პოლონურენოვანი თარგმანის კალიგრაფიულად გადაწერა, რომელსაც ორგანიზებას საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრი უწევს. ცენტრის ხელმძღვანელის, შალვა კამლაძის განცხადებით,  ტორუნი რიგით მე-7 ქალაქია პოლონეთში,  სადაც ახალგაზრდებმა "ვეფხისტყაოსანი" გადაწერეს. პროექტში  სტუდენტები მონაწილეობენ.

კამლაძის განცხადებით, ტორუნის ლიცეუმის დამამთავრებელი კლასის 50 - მდე ახალგაზრდამ "ვეფხისტყაოსანი" მაისის თვეში გადაწერა, 5 საუკეთესო კალიგრაფიული ნაშრომის ავტორი კი,  მადლობის სიგელებით, სუვენირებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდა.  

 როგორც საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის ხელმძღვანელმა, შალვა კამლაძემ "ნიუპრესთან" საუბარში აღნიშნა, ახალგაზრდების დაჯილდოვება ქუთაისში დაბადებული პოლონეთის პრეზიდენტის, ვლადისლავ რაჭკევიჩის ძეგლთან გაიმართა. 

ვლადისლავ რაჭკევიჩი სწორედ ტორუნში ასრულებდა გუბერნატორის მოვალეობას.

ლიცეუმის დირექციამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა, კამლაძემ კი მასპინძლები ქუთაისში მოიწვია.

კამლაძის თქმით, ქუთაისი მათთვის  საინტერესო ქალაქია, იციან, რომ გარდა იმისა, რომ აქ დაიბადა პოლონეთის პირველი პრეზიდენტი, ასევე ქუთაისშია დაბადებული  ჰორმო პოპლაწსკი, ცნობილი პოლონელი მოქანდაკე, რომლის ანდერძი, მისი არქივის საქართველოსათვის გადმოცემის შესახებ, აღსრულებას ელოდება.

 

 

ფოტოზე:  ჰორმო პოპლაწსკის ქანდაკება, რომელიც ქუთაისის, დავით კაკაბაძის გალერეაშია დაცული.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე