|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პრეზიდენტის შეწყალება უნდა იყოს ძალიან განსაკუთრებული"- სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის შეწყალება არის დისკრეციული უფლება, რომელიც უნდა იყოს ძალიან განსაკუთრებული და ძალიან გარკვეულ პირობებში - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, პარიზში, ქართველი ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტს არ შეუძლია თავი სასამართლო სისტემის ზემოთ დააყენოს.

„მე არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად, თავის თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია, რომ გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი. მე წარმოდგენა მაქვს, რომ პრეზიდენტის შეწყალება არის დისკრეციული უფლება, რომელიც უნდა იყოს ძალიან განსაკუთრებული და ძალიან გარკვეულ პირობებში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა