|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროპაგანდასთან ბრძოლა

რჩევების სერია საზოგადოებას, თუ როგორ ამოვიცნოთ პროპაგანდისტული ტექსტი

ტექნოლოგიურმა განვითარებამ კიდევ უფრო გაზარდა ადამიანის ინფორმაციაზე დამოკიდებულების ხარისხი. დღეს უკვე არავის უჩნდება შეკითხვა, რაში სჭირდება სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რადგან ყველამ ვიცით, რომ ინფორმაციის სიზუსტე მნიშვნელოვანია, როგორც გლობალური გადაწყვეტილებების მიღებისას ასევე, საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმართვის პროცესში. მაგალითისათვის, თუ ჩვენ გვეცოდინება ზუსტი ამინდის პროგნოზი, მაშინ იოლად მივიღებთ გადაწყვეტილებას როგორ დავიცვათ მოსავალი მოსალოდნელი სეტყვისაგან ან როდის ჩავიცვათ საწვიმარი ლაბადა. ხოლო თუ თქვენი კონკურენტი თქვენზე ადრე დაეუფლება აღნიშნულ ინფორმაციას და თქვენთვის ინფორმაციის მოწოდების ერთადერთ წყაროდ იქცევა მაშინ იგი შეეცდება არ გაგაგებინოთ სწორი ინფორმაცია და ამით მაქსიმალურად დიდი ზიანი მოგაყენოთ.

სწორედ მაქსიმალური ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად საქართველოში, უცხო ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების მიერ წარმოებული პროპაგანდისტული საქმიანობა, რომლის წინააღმდეგ თითოეული ბრძოლაც თითოეული ჩვენგანისთვის დადებითი შედეგების მომტანია. პროპაგანდასთან დაპირისპირების ყველაზე საუკეთესო მეთოდს კი, მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს. იბადება კითხვა, როგორ გავარჩიოთ როდის გვაქვს საქმე პროპაგანდასთან და როდის ხდება ჩვენი ინფორმირება პროპაგანდისგან დასაცავად? პროპაგანდისგან თავის დაღწევის მიზნით გთავაზოთ რჩევების სერიას, როგორ განვასხვავოთ ყალბი ინფორმაცია რეალურისგან? ამის რამდენიმე მარტივი ხერხი არსებობს

 V _ გამავრცელებლის წარმომავლობა

გადაამოწმეთ ინფორმაცია ინფორმაციის გამავრცელებლის შესახებ _ უმეტეს შემთხვევაში, პროპაგანდის გამავრცელებლები ცდილობენ დამალონ საკუთარი წარმომავლობა და მისწრაფებები. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ავტორიტეტული და სანდო მედიასაშუალება, იქნება ეს ბეჭდური თუ ელექტრონული გამომცემელი, არ მალავს ინფორმაციას მისი რედაქტორის, ჟურნალისტებისა და ტექნიკური პერსონალის შესახებ. შესაბამისად თუ თქვენ ხელთ ჩაგივარდათ გაზეთი, რომელსაც არც რედაქტორი ჰყავს, არც მასალის ავტორები და არც ამ გაზეთის დამაარსებლის შესახებ არ მოიპოვებ ინფორმაცია, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენ საქმე პროპაგანდასთან გაქვთ და ასეთი გაზეთი არასანდოა. ასევე უნდა მოიქცეთ ელექტრონული გამოცემების თვალიერებისას, გაითვალისწინეთ, რომ ყველა ავტორიტეტული ელექტრონული გამოცემა საკუთარ გვერდზე ათავსებს ტექსტს იმის შესახებ, ვინ არის და რას წარმოადგენს. პროპაგანდისტები კი ასეთი ტექსტის წერით თავს არ იწუხებენ, რადგან სჯერათ, რომ მკითხველი არასოდეს დაინტერესდება მათი წარმომავლობით.

დაბოლოს, პროპაგანდასთან დაპირისპირების საუკეთესო საშუალება საკითხის კრიტიკული შეფასებაა, არ მიიღოთ ინფორმაცია ფაქტად მანამ, სანამ მას მინიმუმ 3 სხვადასხვა საინფორმაციო საშუალება არ დაგიდასტურებთ, რომელთაგან მინიმუმ ერთი მაინც იქნება თქვენთვის სანდო მედიასაშუალება.

გაითვალისწინეთ, ჩვენი რჩევები და თქვენ არასოდეს დაეჭვდებით, რომ დედამიწა მრგვალია და ნამდვილად მზის გარშემო ბრუნავს.

სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ

ტელ: +995(32) 2 72 35 35

ელ-ფოსტა:  stratcom@mod.gov.ge

ვებ-გვერდი mod.gov.ge

ავტორი: ნიუპრესი