|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერს ჰგონია, რომ ქალაქში პრობლემები არ არსებობს" -გიგა შუშანია

ქალაქ ქუთაისის მერს ჰგონია, რომ ქუთაისში პრობლემები არ არსებობს -  განაცხადა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

მან საკრებულოს უმრავლესობის მიერ დამტკიცებული 2019 წლის ბიუჯეტის შეაფასა და საკრებულოს სხდომაზე მერის დასწრებაზეც ისაუბრა. 

 "დღეს, ერთი წლის თავზე ქუთაისის მერი, როგორც იქნა, გამოჩნდა ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე. აღმოჩნდა, რომ იმაზე მძიმედ გვაქვს საქმე, ვიდრე ჩვენ გვეგონა. დღეს ქალაქ ქუთაისის მერს ჰგონია, რომ ქუთაისში პრობლემები არ არსებობს, რომ ათწლეულების განმავლობაში არნახული აღმშენებლობა მიდის. ის ვერ ხედავს, რომ ქუთაისი არის გადათხრილი, რომ მოსახლეობა გარბის, მისთვის მთავარი არ არის, რომ პარლამენტი გადადის ქუთაისიდან და დღეს თქვა, რომ ეს მისი საქმე არ არის. აი, ამის ფონზე ჩვენ დავამტკიცეთ ქუთაისის ბიუჯეტი, რომელიც არ არის ორიენტირებული ქუთაისის განვითარებაზე, ბიუჯეტი, სადაც თითქმის ნახევარი - 24 მილიონ ნახევარი ლარი იხარჯება ხელფასებზე და პარტიული აქტივისტების შენახვაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთ ბიუჯეტს მხარი არ დავუჭირეთ, ამ ბიუჯეტის პირობებში ერთი წლის შემდეგ  ქუთაისი ისე გადათხრილი და მოსახლეობა ისევ იმავე პრობლემების წინაშე იქნება", - განაცხადა გიგა შუშანიამ. 

შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. 2019 წლის ქუთაისის ბიუჯეტი 54 900 ლარია.  ქალაქის ოპოზიციამ აღნიშნულ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა.

ავტორი: ირინა მაკარიძე