|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქალაქში გზების პრობლემა გადავჭერით, ვიწყებთ ფასადების მოწესრიგებას"-გიორგი ჭიღვარია

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ქალაქში მოკლე ხანში კორპუსების ფასადების მოწესრიგების სამუშაოები დაიწყება, რისთვისაც ბიუჯეტში 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 

"უკვე ვასრულებთ ქალაქის გზების მოწესრიგებას, ეს პრობლემა თითქმის მთლიანად გადავწყვიტეთ და აქტიურად ვიწყებთ ფასადების კუთხით მუშაობას, ჩვენ გვაქვს ამისათვის 2 მლნ ლარი. გვინდა კომპლექსურად, ყველა მიმართულებას შევეხოთ და საბოლოო ჯამში, მივიღოთ ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული ქალაქი",-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ საკრებულოს სხდომაზე.

უმრავლესობის დეპუტატის ოთარ ლორთქიფანიძის პასუხად, რომელიც პარაპეტების რეაბილიტაციის საკითხით დაინტერესდა, განაცხადეს, რომ ფასადებთან ერთად პარაპეტების მოწესრიგება მოხდება.

წელს ქუთაისში 25 ქუჩის რეაბილიტაცია დაიგეგმა. ქუჩების უმეტეს ნაწილზე სამუშაოები უკვე დასრულდა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა