|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კანონი უნდა გამკაცრდეს“

ყოველწლიური საერთაშორისო - საინფორმაციო კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ გრძელდება. დღეს შეხვედრა "გენდერის მედიაცენტრში“ მოეწყო,  რომელიც ორგანიზებული იყო "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" მიერ.

"გენდერი და ძალადობა" -ასეთი იყო დისკუსიის შინაარსი. შეხვედრას ფონდ „სოხუმის“ საინფორმაციო სექტორის ხელმძღვანელი გაუძღვა. ლალი შენგელიას განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობა აქტუალური პრობლემაა, ამიტომ ცდილობენ მეტი ჟურნალისტი ჩართონ პროექტში, რადგან მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და მედიის ერთობლივი აქტიურობა. 

„ჩვენი მიზანია კიდევ ერთხელ ვისაუბროთ პრობლემაზე, რომელიც ყოველ მესამე ქალს აწუხებს. ეს არის როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური და სხვა სახის ძალადობა. რაც მთავარია, პრობლემა არის კანონმდებლობაში. სახელმწიფომ უნდა იაქტიუროს და გამკაცრდეს კანონი. ხშირ შემთხვევაში პოლიციაც კი მოძალადის მხარეს იჭერს“, -განაცხადა ლალი შენგელიამ.

შეხვედრაზე ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა შემთხვევები განიხილეს.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია 10 დეკემბერს დასრულდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა