ქართველმა მოსწავლემ ამერიკაში 160 000 დოლარის გრანტი მოიპოვა
დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლე ლუკა დემეტრაშვილი სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს.
ლუკას არჩევანი Manhattan College-ზე შეჩერდა, სადაც იგი მედიცინის განხრით მიიღებს შემდგომ განათლებას.
ქართველმა ახალგაზრდამ უნივერსიტეტიდან 4 წლიანი დაფინანსება "Presidential scholarship" მოიპოვა. მისი წლიური დაფინანსება 42 000 აშშ დოლარს შეადგენს. ჯამში კი, ფინანსური გრანტის სახით ქართველი მოსწავლე 4 წლის განმავლობაში 160 000 აშშ დოლარს მიიღებს.
წარმატებული მოსწავლის მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებში ნეიროქირურგიის პროფესიას დაეუფლოს და მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები.
„Manhattan college არის Liberal Arts College, ანუ თავისუფალ მეცნიერებათა კერძო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის სწავლების მეთოდებს დიდი ხანი ვაკვირდებოდი, უმაღლესი სასწავლებლის შერჩევისას ყურადღება გავამახვილე მასწავლებელთა მაღალ კვალიფიკაციას. ასევე მომეწონა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა. დამაინტერესა უნივერსიტეტში არსებულმა სპორტულმა აქტივობებმაც. ვფიქრობ სხვა შემოთავაზებულ კოლეჯებს შორის, სადაც ასევე შემეძლო სწავლის გაგრძელება საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე“. - განაცხადა დემირელის კოლეჯის მეთორმეტეკლასელმა.
ლუკამ დემირელის კერძო კოლეჯში სწავლა მეშვიდე კლასიდან გააგრძელა, სადაც საბუნებისმეტყველო საგნებს ინგლისურ ენაზე სწავლობდა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა