|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფაბრიკაციაა - ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

ქურდული სამყაროს წევროვისა და ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ. ადვოკატების ინფორმაციით, გამოძიება 223-ე მუხლით ედავებათ.

უფლებადამცველების ინფორმაციით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალას არ აღიარებენ და ქურდულ სამყაროსთან კავშირს უარყოფენ.

ადვოკატ მიხეილ ნემსაძის ინფორმაციით, გავრცელებული ვიდეო კადრები მონტაჟია და დავით სანდუხაძის და თემურ ჩხეიძის საუბარს არ ასახავს. მისი თქმით, ვიდეო ფაბრიკაცია გარკვეული მიზეზით არის შედგენილი, რაზეც ამ ეტაპზე არ ისაუბრებენ.

ადვოკატი ვიდეოს ავთენტურობის დადგენას მოითოხვს.

რაც შეეხება მესამე დაკავებულს, როგორც მისი უფკებადამცველი გურამ გვენცაძე აცხადებს, ალეკო მელაძე უდანაშაულოა, მას ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირი არ აქვს. ის "სოკარ ჯორჯია გაზში" მაღალ თანამდებობაზე მუშაობს.

ადვოკატოს თქმით, ელოდებიან სასამართლო პროცესს და წარმოდგენილი მასალების მიხედვით გადაწყვეტენ, რა სახის შუამდგომლობას დააყენებენ. დაკავებულების პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა