ქუსლის ტკივილი და დისკომფორტი
ქუსლის ტკივილი საკმაოდ შემაწუხებელი პრობლემაა, რომელიც ადამიანებს გადაადგილებაში ხელს უშლის. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ე.წ. პლანტარული ფასციიტი. ეს არის გარსის ანთება, რომელიც ბრტყელტერფიანობის, ჭარბი წონის, ფიზიკური გადატვირთვისა და არასწორად შერჩეული ფეხსაცმლის გამო იჭიმება. ამ დროს ადამიანი უჩივის ქუსლის ტკივილს, განსაკუთრებით - დილაობით, საწოლიდან ადგომისას, ან ხანგრძლივი დასვენების შემდეგ ფეხის გადადგმისთანავე. ქუსლების ტკივილის კიდევ ერთი მიზეზია აქილევსის მყესის დაზიანება ან ანთება. ამ შემთხვევაში ტკივილი ლოკალიზებულია წვივის უკანა ზედაპირზე, ქუსლის ძვლის ზედა ნაწილში.
ქუსლის არეში ტკივილს ხშირად იწვევს ქრონიკული ანთებითი რევმატული დაავადებებიც, როგორიცაა: ფსორიაზული ართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრა და ოსტეოპოროზი. ქუსლის ტკივილის ძირითადი გამომწვევი ფაქტორებია:
- ქუსლის დაჭიმულობა;
- რეაქტიული და რევმატოიდული ართრიტი;
- პოდაგრა;
- ოსტეოპოროზი;
- ქუსლის დეზი;
- აქილევსის ტენდინიტი;
- აქილევსის მყესის გაწყვეტა;
- ბურსიტი და სხვ.
გარდა ამისა, ქუსლის ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს კოჭ-წვივის ართრიტი, კოჭ-წვივის სახსრის ანთება, ქრონიკულმა არასტაბილურობამ და სისტემურმა ანთებითმა დაავადებამ. მკურნალობის პროცესში იყენებენ როგორც მედიკამენტურ საშუალებებს, ისე ფიზიოთერაპიასა და დარტყმით თერაპიას.
გარდა ამისა, რეკომენდებულია ქუსლის ჩასაფენის ტარება, რომლებიც სხვადასხვა დაავადების და ტრავმის შემდგომ პერიოდში გამოიყენება. ქუსლის ჩასაფენი არის სილიკონის მასალისგან დამზადებული ორთოპედიული საშუალება, რომელიც ეფექტურია როგორც აქილევსის მყესის დაზიანებისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის დეფორმაციის დროს, ქვემო კიდურების სიგრძის გასათანაბრებლად, ასევე ტრავმის შემდგომ პერიოდში. ასევე მკურნალობის მიზნით აუცილებელია ახალი, კომფორტული ფეხსაცმლის შეძენა.
ავტორი: