ქუთაისელი ერეკლე ბაჯაძე ვიცე-მისტერ ვალენტინი გახდა
ქუთაისელი ერეკლე ბაჯაძე "მისტერ ვალენტინი საქართველოს" გამარჯვებულია. ერეკლე ბაჯაძემ პირველი ვიცე-ვალენტინის ტიტული მოიპოვა და რამდენიმე სპონსორის რჩეულიც გახდა.
ერეკლე ბაჯაძე 21 წლის არის, პროფესიით პროგრამისტია, ასევე გატაცებულია მსახიობობით და აპირებს ძალები თეატრშიც მოსინჯოს. იყო კავკასიის უნივერსიტეტის თეატრალური დასის წევრი და ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელებასაც გეგმავს.
კონკურსის "მისტერ ვალენტინი საქართველო" ფინალი 23 თებერვალს გაიმართა. მასში 20 ახალგაზრდა მამაკაცი მონაწილეობდა. ქუთაისს მხოლოდ ერეკლე ბაჯაძე წარმოადგენდა. როგორც მოდელი განმარტავს, მიუხედავად კონკურენციისა, წარმატებას ელოდა.
"ერთადერთი ქუთაისელი მონაწილე ვიყავი 20 კონკურსანტიდან. მაღალი კონკურენცია იყო, თუმცა ველოდი წარმატებას. რომ არ მქონოდა მოლოდინი, არც მივიღებდი მონაწილეობას. რაც შეეხება ჩემს სამოდელო საქმიანობას, ეს პირველი შეხება არ არის ამ სფეროსთან, ვმონაწილეობდი კონკურსში და ვარ პირველი ვიცე-მისტერ "Golden brand". ვმონაწილეობ ჩვენებებში და ფოტოსესიებში. ვაპირებ ამ სფეროში დავრჩე. რომ არ გავყვე სამოდელო კარიერას, არ შეიძლება, ვფიქრობ, იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. ამასთან, დაინტერესებული ვარ მსახიობობით, ვიყავი კავკასიის უნივერსიტეტის დასის წევრი და ვაპირებ, ძალები ამ პროფესიაშიც მოვსინჯო", -განაცხადა ერეკლე ბაჯაძემ.
მისტერ ვალენტინი-საქართველოს კონკურსის იდეის ავტორია გია ჯაჯანიძე, ორგანიზატორი კახა ხაბეიშვილი, ერეკლე ბაჯაძე სწორედ მისი რჩეული გახდა და პარიზის საგზურიც მოიპოვა.
ავტორი: ნიუპრესი