|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი ჰოკეისტი რატი გრძელიშვილი გინესის რეკორდსმენი გახდა

ქუთაისელი ჰოკეისტი რატი გრძელიშვილი გინესის რეკორდსმენი გახდა.  18 წლის ახალგაზრდა სპორტსმენი,  გინესის რეკორდსმენთა სიაში შევიდა - მან 1 წუთის განმავლობაში ჰოკეის შაიბის 91-ჯერ აკენწვლა შეძლო (აქამდე არსებული რეკორდი 41 იყო).

"ვიაზრებ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ჰოკეი ნაკლებად პოპულარულია, შესაბამისად მიზანი დავისახე, რომ რაღაც ისეთი მექნა, რითაც მსოფლიო ჰოკეის ყურადღებას მცირედით მაინც მივიპყრობდი. თუმცა, აქვე იმის თქმაც მინდა, რომ ჰოკეის კულტურა საქართველოში XX საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება და ამჟამად ჩვენი ფედერაციის დამსახურებით სულ უფრო წინ მივიწევთ. ჩემი მიზანი პირველ რიგში საქართველოს ნაკრებში თამაშია, შემდეგ კი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ისეთი ქვეყნის კლუბში მოხვედრა შევძლო, სადაც ჰოკეის კულტურა განსაკუთრებით განვითარებულია, რაც შეეხება ოცნებას, როგორც ყველას, მეც ერთი ოცნება მაქვს - ვითამაშო NHL-ში." -ამბობს რატი გრძელიშვილი

ამჟამად, რატი ქუთაისის თეთრი დათვების (Kutaisi White Bears) რიგებში ირიცხება, სადაც საკუთარი ეფექტური თამაშით მაყურებლის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.

წყარო: belive.ge

ავტორი: