|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი კონსტანტინე ჯანაშია კვლავ საქართველოს უძლიერეს მამაკაცად რჩება

ქუთაისელი სპორტსმენი, კონსტანტინე ჯანაშია უძლიერეს მამაკაცთა შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.

კონსტანტინე ჯანაშიამ სპორტის სახეობაში - "სთრონგმენი", მძიმე წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.

უძლიერეს მამაკაცთა შორის შეჯიბრი ბათუმში გაიმართა და 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

"სთრონგმენ" - ამერიკული სპორტის სახეობაა, რომელიც აშშ-ში 1970-იან წლებში გაჩნდა და მას შემდეგ, მისი პოპულარობა მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო იზრდება. საქართველოში, ხსენებული სპორტის სახეობაში ფედერაცია 2009 წლიდან დაფუძნდა და დღემდე მოქმედებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი