|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი მხატვრები კოლეგის გადასარჩენად გაერთიანდნენ [PHOTO]

ქუთაისში გამოფენაში "ვარლა", საქველმოქმედო  გამოფენა-გაყიდვა,  ქუთაისელი მხატვრისა და დიზაინერის, ლალი დათიაშვილი სიცოცხლის გადასარჩენად მოეწყო. გალერეაში კოლეგის დასახმარებლად 35 ქუთაისელი მხატვრის ნამუშევარი გამოიფინა. 

"ვეხმარებით ჩვენს კოლეგას, თანაქალაქელს, არაჩვეულებრივ მხატვარ-დიზაინერს, რომელსაც მწვავე ლეიკემია აქვს და მას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება.  მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფინანსურ მხარდაჭერას. გალერეაში წარმოდგენილია 35 მხატვრის ძველი და ახალი მხატვრების ნამუშევრები, რომელიც   სიმბოლურ ფასად იყიდება. ჩვენ ვაკეთებთ ორ საქმეს, ჩვენს კოლეგას ვეხმარებით ფინანსურად, რომ დაძლიოს  ვერაგი დაავადება და ასევე სიმბოლურ თანხად ვყიდით ნამუშევრებს, რომელიც ყველა მსურველისთვის, ალბათ, დიდი საჩუქარია",-განაცხადა ხელოვნებადმცოდნე ელისო ჩოგოვაძემ.

საქველმოქმედო აქციაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გამოფენა ორდღიანია და შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ლალი დათიაშვილის მკურნალობას.

 

   

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა