|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა მოკრივეებმა საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი აჩვენეს

4-დან 7 აპრილს ზესტაფონში კრივში საქარველოს ჩემპიონატი გაიმართა. მასში 2005-2006 წლებში დაბადებული 165 მოკრივე სხვადასხვა ქალაქიდან ჩაერთო. საუკეთესო შედეგები აჩვენეს ქუთაისელმა სპორტსმენებმა. მათ ჯამში, 2 ოქროს, 4 ვერცხლისა  და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მოკრივეებს ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე შეხვდა.

პირველი ადგილი-საბა ერემეიშვილი (48კგ. მწვრთნელი ემელიან ჭულუხაძე), თეიმურაზ ქართველიშვილი (72 ჯგ. მწვრთნელი ზაალ ჯავახაძე).

მეორე ადგილი-დემეტრე მიქაუტაძე (48ჯგ. მწვრთნელი ავთანდილ პერანიძე),  იოანე გუჯეჯიანი (52 ჯგ. მწვრთნელი მიხეილ კაპატაძე),  საბა სინაურიძე (54კგ. მწვრთნელი  ზაალ ჯავახაძე),  ბექა ქარქაშაძე (50 ჯგ. მწვრთნელი ემელიან ჭულუხაძე).

მესამე ადგილი-დავით მიქაუტაძე (48კგ. მწვრთნელი ავთანდილ პერანიძეე).

 

ავტორი: ნიუპრესი