ქუთაისელი მუსიკოსების წარმატება ესპანეთში
ესპანეთის ქალაქ დელმასში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსი სახელწოდებით „ღია ესპანეთი“ გაიმართა. მასში საქართველოდან თბილისის, ქუთაისისა და ზესტაფონის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
ქუთასიდან კონკურსში მონაწილეობდნენ: ცენტრალური სამუსიკო სკოლის პიანისტი სალომე გიორგაძე და მევიოლინე ნინი გიორგაძე, პირველი სამუსიკო სკოლის მევიოლინე კატერინა გეგელია და მაია ლომიძე. მათ შესაბამის ასაკობრივ კატეგორიებში I, II, III ადგილები გაინაწილეს. მე-2 სამუსიკო სკოლიდან კონკურსში მონაწილეობდა პიანისტი მარიამ ჭეიშვილი.
კონკურსანტებს ესპანეთში თან ახლდა მე-2 სამუსიკო სკოლის დირექტორი ნინო დოღონაძე. მისი თქმით, „მე-2 სამუსიკო სკოლას წარმოაჩენდა პედაგოგ თამარ ჭეიშვილის მე-6 კლასის მოსწავლე, არააერთი საერთაშორისო, თუ რესპუბლიკური კონკუსის პრიზიორი და ლაურეატი მარიამ ჭეიშვილი. მან კონკურსში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა, თუმცა, ვთვლით, რომ უკეთეს შეფასებას იმსახურებდა“, - განაცხადა ნინო დოღონაძემ, რომელმაც გაწეული ფინანსური მხარდაჭერისათვის მადლიერება გამოხატა ქუთაისის თვითმმართველობის მიმართ. "რომ არა თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერა, შეუძლებელ იქნებოდა ჩვენი ქალაქის წარმომადგენლების ასეთი ფართო სპექტრის გამგზავება ესპანეთში, სადაც ქართველმა მუსიკოსებმა ნამდვილად საუკეთესოდ წარმოაჩინეს თავი", - განაცხადა დოღონაძემ.
ავტორი: ნიუპრესი