ქუთაისი-ბარსელონას რეისი ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ შეტყობინების გამო უკან დააბრუნეს
ქუთაისი-ბარსელონას რეისის აფრენიდან რამდენიმე წუთში ბორტის უკან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის გამო მიიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ვიზიარის პოერტმა აფრენა 12 საათსა და 15 წუთზე განახორციელა, თუმცა მოკლე ხანში უკან დაბრუნდა, მგზავრების პოერრტი ისე დაატოვებინეს, რომ მ ათ ბარგის აღების შესაძლებლობაც არ მისცეს.
ავტორი: ნიუპრესი