"ერთი მილიარდი ამბოხებული რევოლუციისათვის"– "თეთრ ხიდზე" აქცია გაიმართება
დღეს ქუთაისი მსოფლიოში ცნობილ კამპანიას "ერთი მილიარდი ამბოხებული რევოლუციისათვის /One Billion Rising Revolution" შეუერთდება. ეს არის მსოფლიოში ცნობილი კამპანია, რომელიც ეკუთვნის ივ ენსლერს.
კამპანია გულისხმობს გლობალურ ქმედებას, რომელიც მთელ მსოფლიოს უჩვენებს ქალთა მრავალრიცხოვნებას საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში. აქციის ინიციატორები მოუწოდებენ მილიონობით ქალს გამოვიდნენ სახლებიდან, სამსახურებიდან და გაერთიანდნენ იმისთვის, რომ იცეკვონ და მოახდინონ ერთიანი ძალის დემონსტრირება სამართლიანობის აღდგენის, ძალადობის დაგმობისა და გენდერული თანასწორობისათვის.
აქცია კლუბი "თაობათა დიალოგი" მშვიდობის კორპუსის მოხალისის, ჯილ სიმპსონის ინიციატივით იმართება.
კამპანია ქალთა უფლებების დასაცავად 17:00 საათზე, თეთრი ხიდზე მოეწყობა. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მონაწილეობა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი