ქუთაისი სტუმრებს ჭამა-სმის ფესტივალზე ეპატიჟება
დიდი ზარზეიმი ქუთაისში, - ასე ქვია გასტრონომიული გამოფენას, რომელიც ქუთაისში სექტემბრის დასაწყისში გაიმართება.
ორგანიზატორები, როგორც თავად აცხადებენ, სტუმრებს არც მეტი, არც ნაკლები "ჭამა-სმის ფესტივალზე" იწვევენ.
"ლხინის მოყვარულნო მთელი ქვეყნიდან, თადარიგი დაიჭირეთ, სამეფო ქალაქი დიიიდი მხიარულების მასპინძლობისთვის ემზადება. ქალაქი ქუთაისი გიწვევთ ჭამა-სმის ახალ ფესტივალზე - ანუ ყოვლისმომცველ ზარზეიმზე.
ა) ცივი, ცხელი, ცხარე და ტკბილა კერძები ნამდვილი ქართული გემოებით ადგილობრივი ფერმებიდან
ბ) ცივი იმერული ღვინო ოჯახებიდან და მცირე მარნებიდან.
გ) ხელით დამზადებული ლუდის სახეობები ცივად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
დ) ხელით დამზადებული ნაყინი,
ე) ცეკვა-სიმღერა და თამაშობები არამარტო ბალღებისთვის.

სხოლიო: მოლხენა სამეფო;
ანსამბლები Killages, Bad Habitz, The Black Marrows, ერეკლე დეისაძე და ბენდი.
სწრაფი “მრავალ ჟამიერ” და სხვა მაგვარი - უარყოფილი.
ღვინის სმა სურვილისამებრ - დაძალება აკრძალული.
ანსამბლები Killages, Bad Habitz, The Black Marrows, ერეკლე დეისაძე და ბენდი.
სწრაფი “მრავალ ჟამიერ” და სხვა მაგვარი - უარყოფილი.
ღვინის სმა სურვილისამებრ - დაძალება აკრძალული.
დროსტარება ქუთაისური!
ფესტივალი გაიშლება სახელგანთქმულ ქუთაისში, რათა ერთად დავაფუძნოთ ეროვნული ლხენის ახალთახალი ტრადიცია მის ისტორიულ საფუძვლებზე.
და რათა ზუსტად ისე დავუახლოვდეთ ერთმანეთს, როგორც ეს ქუთაისს შეშვენის.
ამ დროსტარების გემოს, გპირდებით, ვერ დაივიწყებთ", -აცხადებენ ორგანიზატორები.
ფესტივალის ლოკაცია 10 დღით ადრე
ზარზეიმის პარტნიორები არიან თიბისი, სტარტაპერი, ვიზა და ქუთაისის მერია.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა