"ქუთაისი 2010" ჩემპიონობისათვის იბრძვის
მიმდინარე კვირა სპორტული მოვლენებით დატვირთულია. ქუთაისის საკალათბურთო გუნდი ჩემპიონის ტიტულისათვის იბრძვის, "ქუთაისი2010" და თბილისის "დინამო" საფინალო შეხვედრები 23-24 მაისს გაიმართება.
25 მაისი ქუთაისის "ტორპედო" თბილისის დინამოს შინ შეხვდება, ქუთაისის საფეხბურთო კლუბი, ისევ მეხუთე ადგილს იკავებს (17 ქულა).
26 მაისი "აია არენაზე" რაგბიში "ამერ-იმერი" შეხვედრა გაიმართება, დასავლეთ საქართველოს ნაკრები აღმოსავლეთის გუნდს დაუპირისპირდება. დასწრება თავისუფალია. თამაში 18 საათზე დაიწყება.
26-27 მაისს გაიმართება საკალათბურთო მატჩები, ერთმანეთს კვლავ "ქუთაისი2010" და "დინამო" შეხვდებიან, რის შედეგადაც გამარჯვებული გაირკვევა. თანაბარი ქულების შემთხვევაში დაინიშნება მეხუთე თამაში.
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონია
ავტორი: ნიუპრესი