|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი ორი მილიონით არის გაზრდილი"

საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებას ბიუჯეტის 10 მილიონით შემცირებასთან დაკავშირებით, არ ადასტურებს მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი დავით ნიშნიანიძე. მისი თქმით, 2019 წლის ბიუჯეტი ორი მილიონით არის გაზრდილი.

"ბატონმა გიგამ ეს ციფრები საიდან მოიტანა, არ ვიცი. როგორ და რის საფუძველზე გაკეთდა ეს შედარებები გაუგებარია. ბიუჯეტის წაკითხვა მარტივია, მით უმეტეს საკრებულოს წევრისთვის. წარდგენილი პროექტი შეადგენს 53 მილიონს, რეგიონალური განვითარების ფონდიდან კი დამატებით ველოდებით 11 მილიონის გამორიცხავს. წლის ბოლომდე ბიუჯეტი 70 მილიონს მიაღწევს"-ამბობს დავით ნიშნიანიძე.

ნიშნიანიძე ადასტურებს, რომ ბიუჯეტის თითქის ნახევარი ხელფასებზე მოდის, მისი თქმით, ასე იყო ყველა წლის ბიუჯეტში. მან ასევე ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და განაცხადა, რომ დაანონსებული პროექტები ბიუჯეტში ნამდვილად არ არის, თუმცა განმარტავს, რომ პროექტები, შესაძლოა, ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილ ბიუჯეტში აისახოს, რაც 800 000 ლარია.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა