|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "აია" საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა

დიდი 10-ის ფინალში ქუთაისის "აია" თბილისის "ლოკომოტივთან" 10-29 დამარცხდა.  

ქუთაისის სარაგბო გუნდი საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა.



დებიუტში ანგარიში საჯარიმოთი ქუთაისელმა ლოსაბერიძემ გახსნა, რაზეც წიკლაურმა ოთხი საჯარიმოთი და შკინინმა ლელოთი უპასუხა და საბოლოოდ თბილისელებმა გაიმარჯვეს.

შეხვედრა თბილისში, ავჭალის სტადიონზე გაიმართა.


"აია" საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ბოლოს 2011 წელს იყო და მაშინ "არმიასთან" დამარცხდა, ხოლო ქვეყნის ჩემპიონი ბოლოს 1995 წელს გახდა.

ავტორი: ნიუპრესი