|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია იგეგმება

ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია იგეგმება.  ამის შესახებ მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ განაცხადა.

მან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არასამთავრობოებთან ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი პროექტია ასსაფეხურუანი კიბის რეაბილიტაცია, სადაც მოსასვენებლი პარკი განთავსდება, დაიდგმება სკამები, დამონტაჟდება შადრევანი და მოეწყობა მოედანი. რეაბილიტაციისთვის დაახლეობით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

კიბის ნაწილი ამ დროისთვის დაზიანებულია. დაზიანებული კიბიდან წყალი მის ქვემოთ მდებარე ყოფილ რესტორანში ჩადის, რის გამოც ინფრასტრუქტურა ზიანდება.

ასსაფეხურიანი კიბეს რეაბილიტაცია 2011 წელს ჩაუტარდა.  რეკონსტრუქცია „კომუნმშენპროექტის“ მიერ შექმნილი გეგმის მიხედვით განხორციელდა.  პროექტის მიხედვით, კიბის დიზაინში მნიშვნელოვანი ცვლილება არ შესულა, მოხდა მოაჯირების, განათებისა და  გამწვანების ზოლის განახლება.

 

 

"ასსაფეხურიან კიბეზე გადაადგილება შეუძლებელია"

რას მალავს ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბე?

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი