|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, 32 მილიონი აქტივისტების ხელფასებზე იხარჯება"

"ქუთაისის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, 32 მილიონი აქტივისტების ხელფასებზე იხარჯება"-ინფორმაციას "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაცია ავრცელებს.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ბრიფინგზე სახელმწიფო აუდიტის დასკვნას გამოეხაურნენ და განაცხადეს, რომ ის რასაც მერია მალავდა, აუდიტმა გაასაჯაროვა. მათი თქმით, გაზრდილია პრემია-დანამატების ოდენობა და საწვავის ხარჯი.

"აუდტის სამსახურმა მონიტორიგი განახორციელა მუნიციპალიტეტებში, ამ კვლევით გამოაშკარავდა, რომ "ქართული ოცნების" ბიუჯეტის ნახევარზე მეტი აქტივისტების შესანახად, ანაზღაურებაში იხარჯება. მერია წლების განმავლობაში მალავდა სრულ ინფორმაციას, რა თანხა იხარჯებოდა ააიპებსა დ შპს-ებზე. წელს გაირკვა, რომ 32 მილიონი ლარია ანაზღაურებაში დახარჯული. 2 800 000 დახარჯულია შტატგარეშე თანამშროლებზე. გამოჩნდა, რომ გაზრდილია საწვავის ხარჯი და პრემია-დანამატების ოდენობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა გუნდს გამოუცხადა ნდობა და სად მიდის თანხები", -განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით გოგისვანიძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი