|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრალური ბულვარი სავარაუდოდ, „ორმაისობისთვის" გაიხსნება

ქუთაისის ცენტრალური ბულვარი "ორმაისობისთვის" გაიხსნება. როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარტავენ, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს პარკის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპამდე მიწის ქვეშა სამუშაოები და კომუნიკაციების მოწყობა განხორციელდა.

პარკში იქნება სიახლეებიც, ვარდების ხეივნები, ახალი შადრევანი და მედიათეკა.

რაც შეეხება ხარვეზებს და დასრულების ვადებს, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, იყო გარკვეული ხარვეზები შემსრულებელ კომპანიასთან, რაც აღმოიფხვრა.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, პრობლემა შექმნა ნალექიანმა ამინდებმა. ბულვარში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით, გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტავენ, რომ ყველა ხის მოჭრაზე არსებობს დოკუმენტალური ნებართვა, რომ მოხდა სანიტარული ჭრა, მათივე ინფორმაციით, ბულვარში ასამდე ნერგის დარგვა იგეგმება.

ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო და დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. სამუშაოებისთვის 14.9 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ავტორი: