ქუთაისის ციხეში პატიმარმა თავი მოიკლა
მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 03.30 საათზე, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში 1993 წელს დაბადებულმა მსჯავრდებულმა ემილ ხოფერიამ საკნის საპირფარეშოში თვითნაკეთი თოკის გამოყენებით თავი მოიკლა. ინფორმაციას სასჯელაღსრულების დაწესებულება ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე მსჯავრდებულს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ოჯახის წევრებთან, რა დროსაც მას დედის გარდაცვალების შესახებ აცნობეს. მსჯავრდებული სატელეფონო ზარის შემდეგ იყო სულიერად აღელვებული, რის გამოც მას გაეწია სამედიცინო დახმარება და ფსიქოლოგის კონსულტაცია.
თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით იმავე ღამეს დაიწყო გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გარდაცვლილის გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდა, დაკითხულია დაწესებულების ექიმი, თანამშრომლების ერთი ნაწილი და გარდაცვლილის თანამესაკნეები. გრძელდება დაწესებულების თანამშრომელთა დაკითხვა.
ემილ ხოფერია 2015 წლიდან იხდიდა სასჯელს ქურდობის მუხლით.
გავრცელებული ინფორმაცით, თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა გარდაცვლილის ოჯახს. მათი ინფორმაციით, პატიმარი ნაწამებია. საეჭვო გარემოებეზე საუბრობს გარდაცვლილის დედაც.
გარდაცვლილის ბიძის განცხადებით, არსებული გარემოებები იმაზე მიუთითებს, რომ პატიმარს თვითმკვლელობის ჩადენისკენ უბიძგეს.
"წერილი არის ქართულად დაწერილი, ქართულად არ წერდა ის. კარგი კალიგრაფიით და ძაან დალაგებული აზრით, ეგ რუსულ სკოლაში სწავლობდა, ქართული არ იცოდა,"-აცხადებს ავთანდილ ხოფერია.
ავტორი: ნიუპრესი