|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ გასცა სკვერში მშენებლობის ნებართვა? - ქუთაისის მერია ბრალდებას ბრალდებით პასუხობს

"ოპონენტის ბრალდება, რომ ქუთაისის მერიამ შპს ,,ბიბლუსზე“ ჭავჭავაძის N 58-ში სკვერი გაასხვისა და იქ მშენებლობის ნებართვა გასცა აბსურდია და მიზანმიმართულად ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. აღნიშნული სკვერი 2011 წლის 23 თებერვალს, სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გასხვისდა ქუთაისის მერიის მიერ, ადგილზე მშენებლობის ნებართვით, რის შედეგადაც სკვერში წიგნების მაღაზია ,,ბიბლუსი“ განთავსდა. ასევე სიცრუეა ის ბრალდება, რომ ქუთაისი მერმა გიორგი ჭიღვარიამ ადგილზე 100-წლოვანი ხის მოჭრის ნებართვა გასცა. მოჭრილი ხე, რომელიც ფოტომასალაშია ასახული, რამდენიმე წლის წინ მოიჭრა და ამჯერად კომპანიამ ნარჩენი ნაწილი ამოიღო ნიადაგიდან. ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მისი მმართველობის პირობებში ქალაქში არცერთი სკვერი არ გასხვისდება და არცერთი ხე არ მოიჭრება"-განაცხადეს ქუთაისის მერიაში საკრებულოს წევრის გიგა შუშანიას განცხადების პასუხად.

როგორც გიგა შუშანია აღნიშნავს, მერიას მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩა - 2011 წელს ტერიტორიაზე წიგნის მაღაზიის მშენებლობიის ნებართება გაიცა, მსუბუქი კონსტრუქციით.  2017 წლის 7 ივნისს ქუთაისის მერიამ იჯარით გადასცა ტერიტორიის ნაწილი, რომელზეც მშენებლობის ნებართვა უკვე ქალაქის ამჟამინდელმა მერმა გიორგი ჭიღვარიამ გასცა. ამჯერად საწყობისათვის, რომელიც შეიძლებოდა სხვაგანაც გაკეთებულიყო და არა სკვერში, -აღნიშნავს გიგა შუშანია. რაც შეეხება ხის მოჭრას, შუშანიას თქმით, 2011 წელს სკვერში არცეერთი ხე არ მოჭრილა. რაც შეეხება ამ კადრს, რომელიც დღეს გაავრცელა, მისი თქმით, თებერვალშია გადაღებული და არა რამდენიმე წლის წინ. 

 შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ დღეს ქალაქის მერი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სკვერში საწყობისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამო გააკრიტიკა. 

ავტორი: ნიუპრესი