|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ 1 414 278 ლარის ქონება გაასხვისა

ქუთაისის მერიამ ექვს თვეში 1 414 278 ლარის ქონება გაასხვისა. "ნიუპრესისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, მერიამ ოთხი შენობა-ნაგებობა და 21 მიწის ნაკვეთი გაყიდა. შენობების პროვატიზებით, ბიუჯეტში 959 244 ლარი შევიდა, მიწის ნაკვეთთა საერთო ღირებულებამ  455 034 ლარი შეადგინა. 

 

2018 წელს ბიუჯეტში პრივატიზებიდან 2 500 000 ლარია გათვლილი. შესაბამისად, წლის ბოლომდე დაახლოებით მილიონი ლარის ქონება უნდა გაიყიდოს.

აღსანიშნავია, რომ ოთხი თვის მონაცემებით, ბიუჯეტში 589, 791 ლარი შევიდა,  მერიამ ორ თვეში  824 487 ლარის ქონების პრივატიზება მოახდინა. 

აღსანიშნავია, რომ მიწაზე გაზრდილი მოთხოვნის მიზეზით მერიამ ზონების მიხედვით მიწის ფასი  გაზარდა. ცვლილება დაახლოებით 7%-ია. 

პირველ ზონაში მიწის ახალი ფასი კვ. მეტრზე 190 ლარით განისაზღვრა, მეორე ზონაში 123 ლარი და მესამე ზონაში 68 ლარია. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა