სოციალური საცხოვრისის დაცვისთვის ქუთაისის მერია 4200 ლარს იხდის
ქუთაისის მერიამ იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს მაისის თვეში 4 200 ლარი გადაურიცხა. კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად, მერიამ თანხა დაცვის პოლიციას საცხოვრისის დაცვის მიზნით გადაურიცხა. პირობებში ვკითხულობთ, ნიკეაზე მდებარე საცხოვრისის დაცვისთვის მერიამ 6 ოფიცერი დაიქირავა.
ხელშეკრულებას ხელს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და და გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსი მიხეილ სანიკიძე აწერენ.
მერიის ინფორმაციით, საცხოვრისის დაცვისთვის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, თვითმმართველობა თვეში 4200 ლარს იხდის, ხელშეკრულების ვადა 5 ივლისს მთავრდება.
მერიის სოციალური საცხოვრისი ზედამხედველობის ქვეშ გასულ წლიდან იმყოფება. თანამშრომლები ბინადრები წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნებს გამოთქვამენ.
ავტორი: ნიუპრესი