|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიას არასწორ მენეჯმენტსა და არაკვალიფიციურობაში ადანაშაულებენ

ჩავარდნილი ტენდერები და არაკვალიფიციურად შედგენილი მოთხოვნები, - ქუთაისის საკრებულოს წევრი "ევროპული საქართველოდან" მერაბ მეშველიანი ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების ჩავარდნის მაღალ მაჩვენებელზე საუბრობს.   დეპუტატი ამას კვალიფიკაციის პრობლემითა და არასწორი მენეჯმენტით ხსნის. 

"როდესაც ამდენი ტენდერი ვარდება, საჭიროა შესაბამისი დასკვნების გაკეთება. ეს ნიშნავს, რომ ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნები არარეალისტურია, სამუშაოები არასწორადაა დაგეგმილი. ახლახანს ჩავარდა "თეთრი ხიდის" პროექტი, რომელიც საზოგადოების ჩართულობის გარეშე მომზადდა და  მის მიმართ დიდი ინტერესი არსებობდა. ასევე რამდენიმე პროექტი ჩავარდა გზების პროექტირების, ასევე ჩავარდა ტენდერი სოციალურად დაუცველების საცხოვრებლების გადახურვის, ასევე  საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი გზების. არასწორი მენეჯმენტისა და არაკვალიფიციურიობოს გამო მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი პროექტები არ სრულდება, ან დროში დროში ჭიანურდება, რაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს" -აცხადებს მეშველიანი.

 შეგახსენებთ, თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის მერიამ  444 996 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული ფირმა ვერ გამოვლინდა. 

 მეშველიანის პასუხად მერიაში გაბნაცხადეს, რომ აქცენტი ხარისხზე კეთდება, რის გამოც მოთხოვნები გართულებულია. 

   

ავტორი: ირინა მაკარიძე