ქუთაისის მერიის ააიპი შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასებისათვის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს
ქუთაისის მერიის ააიპი "სპეციალური სერვისები" შტატგარეშე თანამშრომლებისათვის ხელფასებისათვის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს - ამის შესახებ ააიპის უფროსმა კოტე ჯავახაძემ საკრებულოს კომისიისათვის გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, სამსახურის ბიუჯეტი 5 მილიონ ნახევარ ლარს აღემატება, საიდანაც თითქმის 4 მილიონ 800 ათასი ლარი გახარჯულია და შესაძლოა, შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასების ანაზღაურებისათვის თანხის დამატება ბიუჯეტიდან დაჭირდეთ. რაც შეეხება ააიპის საკუთარ შემოსავლებს, ნახევარ მილიონ ლარს აღემატება.
ჯავახაძემ ასევე ისაუბრა სპეციალური ტექნიკის ავტოპარკის განახლების საჭიროების შესახებ. მისი თქმით, ამ დროისათვის ქალაქს 13 ნაგავმზიდი ემსახურება, საიდანაც 2, ან 3 ავტომანქანა მუდმივად რემონტშია.
როგორც კოტე ჯავახაძემ განაცხადა, მომავალი წლისათვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 სპეცმანქანას, ქუთაისის მერიიდან კი 2 ნაგავმზიდის შეძენას ელოდებიან. ჯავაძაძის თქმით, სპეციალური ავტომანქანა დაახლოებით 350 ათასი ევრო ღირს.
ავტორი: ნიუპრესი