ქუთაისის მერიის ცხელ ხაზზე სტიქიის გამო 60-ზე მეტი ზარი შევიდა
ქუთაისის მერიაში სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი შეიქმნა. საგანგებო შტაბს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ხელმძღვანელობს.მერიის ცხელ ხაზზე სტიქიასთან დაკავშირებით 60-ზე მეტი ზარი შევიდა.
ქუთაისის მერის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
„ჩვენ დღესვე ყველა ოჯახში მივალთ და ადგილზე გავერკვევით არსებულ სიტუაციაში, საბედნიეროდ სტიქიას უბედური შემთხვევა არ მოჰყოლია," - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
უხვი ნალექი ქუთაისში რამდენიმე საათის წინ მოვიდა, რამაც ქალაქს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.59%
გაუარესდა - 53.38%
არ შეცვლილა - 12.03%
სულ - 133 ხმა



15:23
16:17
12:09
11:59
















