|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის შენობა საპრივატიზაციო ქონების ნუსხიდან ამოიღეს

ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში საპრივატიზაციოდ 24 ობიექტი  გამოიტანა, რომელთა საერთო ფასი  43,746,250 ლარია. საპრივატიზაციო ნუსხაში  თავდაპირველად  რუსთაველის #-3 მდებარე ადმინისტრაციული შენობაც იყო შეტანილი, თუმცა მოგვიანებით ის სიიდან ამოიღეს.  მერიის შენობა კვლავ მუნიციპალიტებტის ბალანსზე რჩება. 

საპრივატიზაციოდ გამოტანილ ობიექტებს შორის ყველაზე ძვირი  ქუთაისის ყოფილი საკონსერვო ქარხანაა, რომელიც - 10,055,000 ლარად არის შეფასებული. ტერიტორის  ფართობი 72,836 კვადრატული მეტრია. 
ადილზე შესაძლებელია  მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება, სადაც  საცხოვრებელ კორპუსები, კომერციულ ფართები, სასტუმრობი და სხვა გასართობი ობიექტები მოეწყობა.

საპრივატიზაციოდ მომზადებული ქონების კატალოგშია "პრესის სახლი", რომელიც რუსთაველის გამზირის #37-ში მდებარეობს. შენობის ფართობი - 2,845 კვ/მ; ფასი - 3,200,000 ლარი. პროფილი - სასტუმრო.


 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა