|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის და მოადგილეების მივლინებები ბიუჯეტს 26 230 ლარი დაუჯდა

ქუთაისის მერი და მისი მოადგილეები გასულ წელს 19-ჯერ იმყოფებოდნენ მივლინებაში. მათი სამივლინებო ხარჯი ბიუჯეტს 26 230, 17  ლარი დაუჯდა. 

ქვეყნის საზღვარი ყველაზე მეტჯერ ვიცე-მერმა ნინო თვალთავაძემ გადაკვეთა. "ნიუპრესის" მოპოვებული ინფორმაციით, ხუთჯერ იმყოფებოდა მივლინებით გიორგი ჭიღვარია. მისი ისრაელში მივლინება ბიუჯეტს 1066, 77 ლარი დაუჯდა. გერმანიაში მივლინებაზე 5169, 66 ლარი დაიხარჯა, ორჯერ იმყოფებოდა ხარკოვში, ჯამში, 1903. 25 ლარით, იტალიაში ყოფნის დროს 2029,36 ლარი დაიხარჯა.

სამჯერ იმყოფებოდა მივლინებაში ვიცე-მერი გიორგი იობაშვილი. გერმანიაში მისი სამივლინებო ხარჯი მერის მსგავსად 5169, 66 ლარი იყო. ასევე მერის მსგავსად 2029, 36 გამოიყო იტალიაში მივლინებაზე, ხარკოვში ყოფნის დროს 1091, 83 ლარი დაიხარჯა. 

ყველაზე მოკრძალებულად ვიცე-მერის იუზა უგულავას სამივლინებო ხარჯები გამოიყურება. ის პოლონეთსა და ლიტვაში იმყოფებოდა მივლინებით, პოლონეთში 1652, 57 ლარი დაიხარჯა, ლიტვაში- 971, 91 ლარი. 

ცხრაჯერ გადაკვეთა საზღვარი ვიცე-მერმა ნინო თვალთავაძემ. ესტონეთში მივლინებისთვის 100, 55 ლარი, მოლდოვაში მივლინებაზე კი 1911, 73 ლარი გამოიყო, ესტონეთში კი 388, 43 ლარი გახარჯა. რაც შეეხება გერმანიას 2314, 08 ლარი გამოიყო მივლინებაზე, ნინო თვალთავძის ბელგიაში ყოფნა ბიუჯეტს მხოლოდ 103 ლარი დაუჯდა, 89,69 ლარი გაიხარჯა თურქეთში, უკრაინაში პირველ მივლინებაზე  84, 39  ლარი გამოიყო, მეორე მივლინებისთვის 56, 13, ბოლოს პოლონეთში გაემგზავრა,  რაც ბიუჯეტს 97,9 ლარი დაუჯდა. თანხებში, როგორც მგზავრობის, ასევე სასტუმროს ხარჯებიცაა გათვალისწინებული. 

მივლინებების მთავარი დანიშნულება ქალაქის პოპულარიზაცია და სხვადასხვა პროექტებში ჩართულობაა.  ყველაზე მეტად, რაც ამ მივლინებებიდან ქუთაისს დაამახსოვრდა, ქალაქის მერის გიორგი ჭიღვარიას პორტრეტია, რომელიც იტალიაში ვიზიტის დროს შეიქმნა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა