|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის მოადგილეს იუზა უგულავას კორუფციასა და აუდიტის დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებენ

„ეს არის უკვე მეორე შემთხვევა ქუთაისში და დარწმუნებული ვარ, რომ არა უკანასკნელი, როდესაც კერძო მესაკუთრე, ადგილობრივ თვითმმართველობას ქონების მიტაცებაში ადანაშაულებს“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა.

დღეს,  ქუთაისში, სანაყინე სავანეში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა და მრავალდარგოვანი კოლეჯის “მედიკ ფორტეს” დირექტორმა იზა დიაკვნიშვილმა, ბრიფინგი გამართეს, სადაც ისინი ქუთაისის მერის მოადგილეს, იუზა უგულავას კორუფციულ გარიგებებსა და აუდიტის დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებენ.

„ეს არის უკვე მეორე შემთხვევა ქუთაისში და დარწმუნებული ვარ არც უკანასკნელი, როდესაც კერძო მესაკუთრე, ადგილობრივ თვითმმართველობას ქონების მიტაცებაში ადანაშაულებს. გაყალბებული საბუთების საფუძველზე მოხდა შენობის დემონტაჟი და მითვისება, საქმე იმდენად თეთრი ძაფითაა ნაკერი, რომ გამოძიების ფარგლებში დააკავეს კერძო ექსპერტი, რომელმაც შენობა დაბალ ფასად შეაფასა“ , - განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

იზა დიაკვნიშვილის განცხადებით კი,  იუზა უგულავამ დააზარალა არა მარტო ჩემი კოლეჯი, არამედ ქუთაისის ბიუჯეტიც. 

“დავით ტაბიძეს იუზა უგულავა მფარველობს, ხოლო იუზა უგულავა გრიგოლ ლილუაშვილის სახელსაა ამოფარებული. მე მივამართავ ბატონ გრიგოლს, თქვენთან ახლობლობით სარგებლობს იუზა უგულავა, შეჩერებულია გამოძიება და დამნაშავე პირის დევნა, ამით იუზა უგულავამ დააზარალა არა მარტო ჩემი კოლეჯი, არამედ ქუთაისის ბიუჯეტიც. ამ შენობაში განთავსებული იყო გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეულის მუნიციპალიტეტი, რომელიც ახლა ქირით გადაყვანილია კერძო მესაკუთრის ფართში და ამისთვის ბიუჯეტიდან ცალკე იხარჯება თანხა“, – განაცხადა იზა დიაკვნიშვილმა

 

ავტორი: