ქუთაისელ თამარ კეზევაძეს 100 წლის იუბილე მიულოცეს
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ 100 წლის ქალბატონს, თამარ კეზევაძეს დაბადების დღე მიულოცა.
იუბილარს ქალაქის მერი ოჯახში ესტუმრა, რომელიც საფიჩხიის უბანში, განათლების ქუჩაზე ცხოვრობს. მერთან ერთად იმყოფებოდნენ ვიცე-მერ გიორგი იობაშვილი და საფიჩხიის მაჟორიტარი დეპუტატ მარეხი ნიჟარაძე.
მხცოვან ქალბატონს საჩუქრის სახით ადგილობრივი ბიუჯეტიდან ათასი ლარი გადაეცემა.
„ძალიან სასიამოვნო მომენტია, როდესაც უფროსი თაობის თანაქალაქელს დაბადების დღეს ვულოცავთ, მით უფრო, როცა ის ასი წლის ხდება. ჩვენ გვაქვს ადგილობრივ ბიუჯეტში სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებით, ასი წლის ადამიანებს ფულადი თანხითაც ვასაჩუქრებთ“-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ავტორი: ნიუპრესი