|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სკოლებში მშობლებისაგან "ქართული ოცნების" მიმართ განწყობის დაფიქსირებას ითხოვენ- ენმ

"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში წინა საარჩევნო დარღვევებსა და ამომრჩევლებზე ზემოქმედების ფაქტებზე საუბრობს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საჯარო სკოლებში არსებულ ფაქტებზე ისაუბრეს.

გია თევდორაძის თქმით, ქუთაისის საჯარო სკოლებში მშობლებისაგან “ქართული ოცნების “ მიმართ განწყობის დაფიქსირებას ითხოვენ. მისივე თქმით, სასკოლო ჩატებში მიმოწერის დამადასტურებელი სკრინები არსებობს, რაც მათ ანონიმურად მიაწოდეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განმარტებით, ოპოზიციას, ასევე აქვს წინასაარჩევნო დარღვევების სხვა ფაქტებიც.

ქუთაისის ერთ-ერთ უბანში მოქალაქემ საკუთარ ბინაში 7 ჩაწერილი უცხო პირი აღმოაჩინა. დარღვევები შესახებ საერთაშორისო დამკვირვებლებს აცნობეს.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა