ქუთაისის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ქუთაისის საკრებულომ ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი 54 960 000 ლარით განისაზღვრა და 2 მილიონით არის გაზრდილი წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით. მომავალ წელსაც პრიორიტეტი ინფრასტრუქტურა და სოციალური მიმართულებაა.
ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ასევე „ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ ბიუჯეტი არ არის ორიენტირებული მოქალაქეების პრობლებსა და ქალაქის განვითარებაზე. "ევროპული საქართველოს" წევრმა დავით გოგისვანიძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ბიუჯეტში მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯებია გაზრდილი და ის არაა გათვალისწინებული მოქალაქეების მოთხოვნებზე.
ქუთაისის ბიუჯეტის დამტკიცებას ქალაქის მერი დაესწრო.
ავტორი: ნიუპრესი