ქუთაისში სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართა
ქუთაისის საკრებულოს ორგანიზებით ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ჟურნალისტის და ფოტოგრაფის, სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე მოყვარული ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ფოტოები გამოიფინა. გამოფენაში წელს პირველად მონაწილეობა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმაც მიიღო. წარმოდგენილი ფოტოები ადგილობრივი თვითმმართველობისა და მხარის ხელმძღვანელებმა შეიძინეს. შემოსული თანხით განსაკუთრებული საჭიროების მქონე რამდენიმე ოჯახისთვის საკვები პროდუქტების და პირველადი მოხმარების ნივთების შეძენა მოხდება.
საკრებულოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ლატარიას მხარდაჭერით საქველმოქმედო ღონისძიება ტრადიციულად ყოველი წლის 19 დეკემბერს (ნიკოლოზობას) იმართება.
ავტორი: ნიუპრესი