|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ავტომობილის შესაკეთებლად ბიუჯეტიდან 5685 ლარი დაიხარჯა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ავტომობილის შეკეთება ბიუჯეტს 5685 ლარი დაუჯდა. ნიკა ლატარიას სამსახურებრივად მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილი "ჰიუნდაი სონატა" ემსახურება. 

საკრებულოს ინფორმაციით, თავმჯდომარის  დაქვემდებარებაში არსებულ ავტომობილს ძრავა დაუზიანდა.

"ავტომობილი ჰიბრიდულია და როგორც ბენზინს, ასევე ელექტროენერგიას მოიხმარს. ამიტომ მისი ნაწილები ძვირი ჯდება, ქუთაისში ვერ შეკეთდა ძრავი და თბილისში გავაკეთეთ"–განაცხადეს საკრებულოში. 

თანხა ბიუჯეტში  საკრებულოსთვის განსაზღვრული შესაბამისი ხარჯების მუხლიდან გამოიყო. 

2012 წლის, 20 000 ლარიანი ავტომობილი  თვითმმართველობას შპს "მარსმა" გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ 2017 წელს აჩუქა. 

 

„ეს ავტომობილი ერთ-ერთმა კომპანიამ მერიას აჩუქა“ - ნიკა ლატარია

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი