ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჟურნალისტების და აქტივისტების სასამართლო პროცესი გაიმართება
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჟურნალისტების და აქტივისტების სასამართლო პროცესი გაიმართება. ცხრა ადამიანს მიმართ საქმე ადმინისტრაციული წარმოებით აღიძრა.
მათ “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობის გაპროტესტებისთვის მოსამასრთლის სახლთან შეკრების გამო ედავებიან.
სხდომა 12:00 საათზე დაიწყება, საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს. როგირც ცნობილი ხდება პროცესი პროტესტის ფონზე ჩაივლის. სასამართლოსთან მისვლას ქუთაისელი, თბილისელი და ბათუმელი ჟურნალისტები გეგმავენ.
მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ქუთაისში, 26 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან 30-წუთიანი საპროტესტო შეკრების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუსიკოს ნინო ქათამაძეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველ მფლობელს ვლადიმერ აფხაზავას, ჟურნალისტებს – ხვიჩა ვაშაყმაძეს, ეკა კუხალაშვილს და გელა მთივლიშვილს, ასევე, ფსიქოლოგებს – ქეთევან ფილაურს და მაია ცირამუას, სამოქალაქო აქტივისტ ირინა ზარანდიას და ლანჩხუთის საკრებულოს წევრს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილი, სასჯელის სახით 15 დღემდე ვადით დაპატიმრებას ითვალისწინებს. კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან 60 დღემდე ვადით პატიმრობას.
ავტორი: