ქუთაისის სპორტის სასახლეში კალათბურთის ღია პირველობა „ქუთაისის თასი“ გაიმართა
ქუთაისის სპორტის სასახლეში კალათბურთის ღია პირველობა „ქუთაისის თასი“ გაიმართა.
საკალთბურთო ტურნირი, რომელიც ქუთაისის მერიისა და ქუთაისის კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით მოეწყო, 1-დან 4 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
მასში მონაწილეობდნენ 2011-2012 წლებში დაბადებულ ვაჟთა საკალათბურთო კლუბები, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, ასევე, თურქეთის ქალაქ ტრაბზონიდან.
ტურნირის გამარჯვებული გახდა თბილისის საკალათბურთო კლუბი, მეორე ადგილზე ქუთაისის, მესამეზე კი ტრაბზონის გუნდები გავიდნენ. გამარჯვებული გუნდები მედლებითა და თასით დაჯილდოვდნენ. საკალათბურთო ტურნირი „ქუთაისის თასი“ ქალაქში ყოველწლიურად ტარდება.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 100%
არა - 0%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა