ქუთაისის ვიცე მერად დავით ერემეიშვილი დაინიშნა
ქუთაისს ახალი ვიცე-მერი ჰყავს. მერიის ინფორმაციით, ახალი ვიცე-მერი, დავით ერემეიშვილი ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მერიის სამსახურების, განყოფილებების, ა(ა) იპების ხელმძღვანელებს და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს წარუდგინა.
მერის განცხადებით, დავით ერემეიშვილი კულტურის, სპორტის, საბინაო სამსახურის მიმართულებებს ჩაიბარებს
დავით ერემეიშვილზე ინფორმაცია გუგლის საძიებო სისტემაში არ მოიძებნა. თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის გვერდზე დავით ერემეიშვილის მიერ შევსებული გვერდი არ არსებობს. არსებული ინფორმაციით, დავით ერემეიშვილი მერიაში სუსის კადრს წარმოადგენს.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავით ერემეიშვილი 2003-2005 წლებში ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა. ბოლო წლებში კი საქართველოს ბანკის პრობლემური აქტივების და რესტრუქტურიზაციის დეპარტამენტის რეგიონული მენეჯერი იყო
შეგახსენებთ, ვიცე მერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობა გიორგი იობაშვილმა დატოვა.
შეხვედრის შესახებ ჟურნალისტები ინფორმირებული არ ყოფილან, შესაბამისად ახალი ვიცე მერის წარდგენამ დახურულ კარს მიღმა ჩაიარა.
ავტორი: ნიუპრესი