"ქუთაისისგან შეუძლია ისწავლოს თბილისმა",-შუბერტი
ლადო მესხიშვილის თეატრის მცირე დარბაზში ქუთაისელი მსმენელის წინაშე ავსტრიელი მწერალი რიხარდ შუბერტი წარსდგა. მწერალმა ქართველ მთარგმნელ ანა კორძაია-სამადაშვილთან ერთად გერმანულ და ქართულ ენებზე რომანიდან "მხიარული კონსპირაციის ქრონიკა" ნაწყვეტები წაიკითხეს.
"ქუთაისისგან შეუძლია ისწავლოს თბილისმა. იქ შეხვედრაზე ამ მაყურებლის მესამედიც კი არ იყო წარმოდგენილი",- თქვა რიხარდ შუბერტმა.
პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდა.
"ძალიან საინტერესო საღამო იყო. კარგი იქნება, თუ მსგავსი კულტურული ღონისძიებები კიდევ უფრო გახშირდება ჩვენს ქალაქში",- გვითხრა სტუდენტმა მირიან გოგებაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში 28 ევროპული ქვეყანა საქართველოში თავის კულტურას წარადგენს. კვირეულს ყოველწლიური სახე აქვს და ის მომავალ წელსაც გაიმართება.
ავტორი: მარუსა ხურციძე