ქუთაისელმა კალათბურთელებმა თბილისის ”დინამო” დაამარცხეს
სუპერლიგის 21-ე ტურის მატჩში „ქუთაისი 2010“-მა გათამაშების ლიდერს, თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა. შეხვედრის პირველი ნახევარი ქუთაისელთა საგრძნობი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, დინამოელებმა დიდი მონდომებით იბრძოლეს და ჯერ გაათანაბრეს ანგარიში, ხოლო შემდეგ წინ გასვლაც შეძლეს.
გადამწყვეტი მეოთხედისათვის სტუმრები 4 ქულით იგებდნენ. ამის შემდეგ მათ კიდევ უფრო გაზარდეს სხვაობა. მასპინძლები მეტოქეს 8 ქულით - 63:71 ჩამორჩნენ.
ბოლო წუთებში ქუთაისელებმა თანდათან შეამცირეს ჩამორჩენა. საფინალო სასტვენამდე 39 წამით ადრე „ქუთაისი 2010“ უკვე წინ გავიდა 78:77. საბოლოოდ, მასპინძლებმა 4-ქულიანი სხვაობით მოიგეს.
მიმდინარე გათამაშებაში ქუთაისელებმა, მესამედ სძლიეს „დინამოს“.
”ქუთაისი 2010” სატურნირო ცხრილში დაწინაურდა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


17:22
16:31
14:20
12:16
















