ქუთაისში 100–მდე მძღოლი დაჯარიმდა
ქუთაისში შპს „პარკინგსერვისმა“ იმ ავტომანქანების მფლობელთა დაჯარიმება დაიწყო, რომლებსაც ჯერ კიდევ არ გადაუხდიათ პარკირების მოსაკრებელი. შპს–ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაჯარიმებულია ასამდე ავტომფლობელი.
„პარკინგსერვისის“ ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, დროულად გადაიხადონ პარკირების მოსაკრებელი. ამასთან, ქალაქში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს პარკირებისათვის განკუთვნილი ადგილების დახაზვა, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ პარკირება ფასიანი 5 თებერვლიდან გახდა, მძღოლები გაჩერების დროის მიხედვით სხვადასხვა გადასახადს იხდიან.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



11:46
22:32
19:44
20:45
16:10
















