|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 17 ივლისს ვოკალური მუსიკის საღამო გაიმართება

ქუთაისში  17 ივლისს ვოკალური მუსიკის საღამო გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მისკოვის დიდი თეატრის ახალგაზრდა სოლისტთა დასის წევრი, ქუთაისელი გიორგი სტურუა, თბილისის საოპერო თეატრის სოლისტი ხათუნა ჭოხონელიძე, ქუთაისის საოპერო თეატრის სოლისტები ფერიდე ჯინჯიხაძე და ბაკურ კვირიკაშვილი.
ოთხივე მომღეარალი  ქუთაისის კონსერვატორიის კურსდამთავრებულია. კონცერტმაისტერი მეგი ჭანტურია.

 ვოკალური მუსიკის საღამო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სკოლაში 18.00 საათზე დაიწყება.

ავტორი: ნიუპრესი