ქუთაისში, 2 ივლისიდან აგვისტოს ბოლომდე საზაფხულო კინოჩვენებები გაიმართება
ქუთაისში, 2 ივლისიდან აგვისტოს ბოლომდე საზაფხულო კინოჩვენებები გაიმართება.
როგორც კულტურის ააიპში აცხადებენ, კინოჩვენებების ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ქართული ფილმების რესტროსპექტივა მოხდება.
"დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება დიდ ეკრანზე უყუროს კლასიკად ქცეულ ძველ ქართულ ფილმებს. ყველა ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია ნაჩვენები ფილმის შესახებ. ჩვენებებს ორგანიზებას ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალის – რეზო ჩხეიძის შემოქმედებით სახლი „ჯარისკაცის მამა“ გაუწევს"-განაცხადეს კულტურის ააიპში.
კინოჩვენებები ქუთაისის კულტურის ცენტრში, კვირაში ხუთჯერ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება. ჩვენების დასაწყისია 18:00 სთ. მისამართი: ხარაზოვის ბაღი – სოლომონ პირველის 46 ა .
კინოჩვენების განრიგი კი ასეთია:
2 ივლისი
ქართული მხატვრული ფილმი „როცა აყვავდა ნუში“ (1972 წ.)
რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე
მონაწილეობენ : ზ. ყიფშიძე, გ. ფიფია, თ. ვარდანაშვილი, ე. მაღალაშვილი, ს. თაყაიშვილი, დ. აბაშიძე, ლ. კაპანაძე, ჭ. ამირეჯიბი, მ. თბილელი, ნ. მგალობლიშვილი.
3 ივლისი
ქართული მხატვრული ფილმი „ ფერისცვალება“ 1968წ.
რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე
მონაწილეობენ : გ. ფალავანდიშვილი, რ. კიკნაძე, ს. ჭიაურელი, ლ. კაპანაძე, ბ. წულაძე, ს. თაყაიშვილი, რ. გიორგობიანი, რ. ხობუა
4 ივლისი
პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ (1912 წ.)
რეჟისორი : ვასილ ამაშუკელი
მხატვრულ - დოკუმენტური ფილმი „ის, რაც მახსოვს“ 2013წ.
რეჟისორები: კოტე ვერულაშვილი, ზვიად მესხი
მონაწილეობენ: რეზო ჩხეიძე, ბიძინა ჩხეიძე, ნანა ბერიშვილი, თორნიკე მარჯანიშვილი, მარინა მარჯანიშვილი, მარიკა ბაღდავაძე
5 ივლისი
მხატვრული ფილმი „უკანასკნელი ჯვაროსნები“ ( 1934 წ. )
რეჟისორი: სიკო დოლიძე
მონაწილეობენ: სერგო ზაქარიაძე, ნატო ვაჩნაძე, აკაკი კვანტალიანი,
შ. ნოზაძე, მ. აბესაძე, შ. ხოფერია, ნ. ანჯაფარიძე, ვ. არაბიძე, ჩ. ჩხეიძე.
6 ივლისი
ქართული მხატვრული ფილმი „ დარიკო“ 1934წ.
რეჟისორი: სიკო დოლიძე
მონაწილეობენ: თამარ ციციშვილი, ნუცა ჩხეიძე, სერგო ზაქარიაძე, შალვა ღამბაშიძე, აკაკი ხინთიბიძე, სანდრო ჟორჟოლიანი და სხვები.
9 ივლისი
ქართული მხატვრული ფილმი „არსენა“ (1937 წ. )
რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
მონაწილეობენ : სპარტაკ ბაღაშვილი, ნატა ვაჩნაძე, ალექსანდრე იმედაშვილი, ნ. ჩხეიძე, ვერიკო ანჯაფარიძე და სხვები.
10 ივლისი
ქართული მხატვრული ფილმი „ნარინჯის ველი“ (1937 წ.)
რეჟისორი: ნიკოლოზ შენგელაია
მონაწილეობენ: ლელიკო ხოტივარი, ნატო ვაჩნაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, მიხეილ გელოვანი, აკაკი ხორავა, უშანგი ჩხეიძე, ემანუელ აფხაიძე და სხვები.
11 ივლისი
ქართული მხატვრული ფილმი „დაკარგული სამოთხე“ (1938 წ.)
მონაწილეობენ: დუდუხანა წეროძე, ბათუ კრავეიშვილი, აკაკი ხინთიბიძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, შ. ხონელი და სხვები.
12 ივლისი
ქართული მხატვრული ფილმი „ ქაჯანა “ ( 1941 წ. )
რეჟისორი: კ. პიპინიაშვილი
მონაწილეობენ: თ. ამირანაშვილი, ლეილა აბაშიძე, ნატო ვაჩნაძე, სპარტაკ ბაღაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, ა. კავსაძე, დ. ძიგუ, ვახტანგ ნინუა და სხვები.
13 ივლისი
ქართული მხატვრული ფილმი „ოცნებების სასაფლაო“ (1997 წ.)
რეჟისორი: გიორგი (გოგა) ხაინდრავა
მონაწილეობენ: ნინო მურჯიკნელი, ზაზა ციციშვილი, ზურაბ ერისთავი, ალეკო ცენაძე, კახა ხარაიძე, გიორგი ნაკაშიძე, ბაჩო ბაჩუკიშვილი, ავთანდილ სხირტლაძე, თამაზ ბერეჟიანი, ლაშა ესებუა, ზურაბ გორგაძე და სხვები.
16 ივლისი
ქართული მხატვრული ფილმი „ გიორგი სააკაძე“ I სერია (1943 წ.)
რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
მონაწილეობენ: აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე, ლიანა ასათიანი, მერაბ კოკოჩაშვილი, მ. შარაშენიძე, ყარამან მგელაძე, სპარტაკ ბაღაშვილი, სერგო ზაქარიაძე, შალვა ღამბაშიძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, ა. ომიაძე, გიორგი შავგულიძე, კოტე ყარალაშვილი, აკაკი ვასაძე, კოტე დაუშვილი, ი. პერესტიანი და სხვები.
17 ივლისი
ქართული მხატვრული ფილმი „ გიორგი სააკაძე“ სერია II (1943 წ.) რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
მონაწილეობენ: აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე, ლიანა ასათიანი, მერაბ კოკოჩაშვილი, მ. შარაშენიძე, ყარამან მგელაძე, სპარტაკ ბაღაშვილი, სერგო ზაქარიაძე, შალვა ღამბაშიძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, ა. ომიაძე, გიორგი შავგულიძე, კოტე ყარალაშვილი, აკაკი ვასაძე, კოტე დაუშვილი, ი. პერესტიანი და სხვები.
18 ივლისი
ქართული მხატვრული ფილმი „ეთერის სიმღერა“ (1957 წ.)
რეჟისორი: სიკო დოლიძე
მონაწილეობენ : ვალიკო კვაჭაძე, მედეა ჯაფარიძე, ვასო გოძიაშვილი, ქეთი დოლიძე, (ეთერი 8 წლის) რ. კილაძე (ეთერი 18 წლის) რამაზ ჩხიკვაძე, გ. გეგეჭკორი, ლიანა ასათიანი, გურამ საღარაძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, თამარ ციციშვილი, მეგი წულუკიძე, მერი შილდელი, აკაკი კვანტალიანი, ედიშერ მაღალაშვილი.
ვოკალურ პარტიებს ასრულებენ: დავით გამრეკელი, ზურაბ ანჯაფარიძე, გაიანე დოლიძე, თ. თაქთაქიშვილი, ლ. გოცირიძე, მედეა ამირანაშვილი, მერი ნაკაშიძე
19 ივლისი
ქართული მხატვრული ფილმი „ჭირვეული მეზობლები“ (1945 წ.)
რეჟისორი: შოთა მანაგაძე
მონაწილეობენ: ალექსანდრე ჟორჟოლიანი, შალვა ღამბაშიძე, ცეცილია წუწუნავა, სესილია თაყაიშვილი, ლიანა ასათიანი, დუდუხანა წეროძე, აკაკი ხორავა, კირა ანდრონიკაშვილი და სხვები.
20 ივლისი
მხატვრული ფილმი „ დავით გურამიშვილი“ (1946 წ.)
რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
მონაწილეობენ: გ. შავგულიძე, კოტე ყარალაშვილი, ა. ომიაძე, დოდო ჭიჭინაძე, შალვა ღამბაშიძე, გ. დავითაშვილი და სხვები.
23 ივლისი
ქართული მხატვრული ფილმი „ქეთო და კოტე“ 1948წ.
რეჟისორი: ვახტანგ ტაბლიაშვილი
მონაწილეობენ: მედეა ჯაფარიძე, ბათუ კრავეიშვილი, პეტრე ამირანაშვილი, შალვა ღამბაშიძე, თამარ ჭავჭავაძე, მერი დავითაშვილი, ვასო გოძიაშვილი, გიორგი შავგულიძე, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, თამარ ციციშვილი, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, აკაკი კვანტალიანი, გიორგი გელოვანი, ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, ც. წუწუნავა.
24 ივლისი
ქართული მხატვრული ფილმი „ ჭრიჭინა “ (1954 წ.)
რეჟისორი: სიკო დოლიძე
მონაწილეობენ: ლეილა აბაშიძე, ცეცილია წუწუნავა, თამარ აბაშიძე, ა. ომიაძე, ლიანა ასათიანი, მედეა ჩახავა, რამაზ ჩხიკვაძე, დოდო აბაშიძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, გიორგი შავგულიძე, შალვა შალამბერიძე, შურა თოიძე, დოდო ჭიჭინაძე, თამარ ციციშვილი, გოგი გეგეჭკორი, იაკობ ტრიპოლსკი და სხვები.
25 ივლისი
ქართული მხატვრული ფილმი „ მაგდანას ლურჯა “ (1955 წ.)
რეჟისორები: თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე
მონაწილეობენ : დუდუხანა წეროძე, ლ. მოისწრაფიშვილი, რ. ბორაშვილი, ნანი ჩიქვინიძე, აკაკი კვანტალიანი, კარლო საკანდელიძე, აკაკი ვასაძე, ა. ომიაძე, დ. აბაშიძე, ირაკლი ქოქრაშვილი, მ. გარიყული, შ. ხერხეულიძე, ბუხუტი ზაქარიაძე.
26 ივლისი
ქართული მხატვრული ფილმი „ ბაში-აჩუკი “ ( 1956 წ.)
რეჟისორი : ლეო ესაკია
მონაწილეობენ : ოთარ კობერიძე, დოდო აბაშიძე, ლია ელიავა, მედეა ჩახავა, დოდო ჭინჭარაძე, კოტე დაუშვილი, ი. კობალაძე, მერი დავითაშვილი, გურამ საღარაძე.
27 ივლისი
ქართული მხატვრული ფილმი „ ცისკარა “ (1955 წ.)
რეჟისორი: ლეო ესაკია
მონაწილეობენ : თ. ტოგონიძე, დოდო ჭიჭინაძე, გოჩა აბაშიძე, ნ. კაკაბაძე, ე. ჟორდანია, გიორგი შავგულიძე, კოტე დაუშვილი, იაკობ ტრიპოლსკი და სხვები.
30 ივლისი
ქართული მხატვრული ფილმი „ აბეზარა “ (1956 წ.)
რეჟისორი : ნ. სანიშვილი
მონაწილეობენ: ლეილა აბაშიძე, თენგიზ მუშკუდიანი, გოგი გეგეჭკორი, მარინე თბილელი, აკაკი კვანტალიანი, ალექსანდრე ჟორჟოლიანი და სხვები.
31 ივლისი
ქართული მხატვრული ფილმი „ ჩვენი ეზო “ (1956 წ.)
დამდგმელი რეჟისორი : რეზო ჩხეიძე
მონაწილეობენ : სოფიკო ჭიაურელი, გიორგი შენგელაია, ლეილა აბაშიძე,ლეო ფილფანი, გოჩა აბაშიძე, აკაკი კვანტალიანი, დუდუხანა წეროძე, სესილია თაყაიშვილი, კ. მგალობლიშვილი, გრიგოლ ტყაბლაძე, იპოლიტე ხვიჩია, ირაკლი ქოქრაშვილი, ნანი ჩიქვინიძე, მაკა მახარაძე და სხვები.
საზაფხულო კინოჩვენებების მხარდამჭერია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება".
ავტორი: ნიუპრესი