|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2019 წელს ქუთაისში 10 ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება [R]

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგზაო დეპარტამენტი მიმდინარე წელს, ქუთაისში 10 ცენტრალიური ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს. 

"ასეთი მასშტაბური სამუშაოები ქუთაისში არასოდეს ჩატარებულა, ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენი თანაქალაქელებისთვის", - ამის შესახებ ტელეკომპანია "რიონის" პირდაპირ ეთერში გადაცემა "ობიექტურ აზრში" სტუმრობისას ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა.

საგზაო დეპარტამენტი, ქუჩების რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 37 მლნ ლარს დახარჯავს.

ქუთაისის მერის განცხადებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება: 

აღმაშენებლის გამზირის 3 კმ-იან მონაკვეთს, 

წერეთლის ქუჩის 2.8 კმ-იან მონაკვეთს,

თავისუფლების ქუჩის 1.5 კმ-იან მონაკვეთს,

საიათნოვას ქუჩის 0.3 კმ-იან მონაკვეთს,

გუგუნავას ქუჩის 1.9 კმ-იან მონაკვეთს,

ჯავახიშვილის ქუჩის 1.415 კმ-იან მონაკვეთს,

ბუხაიძის ქუჩის 0.7 კმ-იან მონაკვეთს,

შარტავას ქუჩის 0. 308 კმ-იან მონაკვეთს,

ნინოშვილის ქუჩის 1.360 კმ-იან მონაკვეთს,

ნიკეას ქუჩის და სულხან საბას დამაკავშირებელ 2.741 კმ-იან მონაკვეთს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა