ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია ეკონომიკის სამინისტროს გამო ფერხდება
ქუთაისის მერია წელს ასსაფახეურიანი კიბის რეაბილიტაციას გეგმავს. სამუშაოებისათვის თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. მერია აასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისათვის ნახევარ მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს.
ჯერჯერობით საპროექტო სამუშაოებისათვის ტენდერი არ გამოცხადებულა. მერიაში განმარტავენ, რომ კიბის მიმდებარედ მცირე ზომის ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და მის გადმოცემას ელოდებიან. მას შემდეგ, რაც სამინისტრო ტერიტორიას თვითმმართველობას დაუთმობს, კიბის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა დაიწყება. გამოცხადდება ტენდერი და მოხდება კიბის რეაბილიტაცია.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება კიბის შეკეთება, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე გათვალისწინებულია მოსასვენებელი პარკის მოწყობა 80 კაცზე გათვლილი ღია ამფითეატრით და შადრევანით, ასევე დაგეგმილია ტერიტორიის დაკიდებული ყვავილებით გაფორმება.
ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტი [PHOTO]
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი